ალიევი რუსეთში პუტინს შეხვდა – მხარეებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და რუსეთის პირველმა პირმა, ვლადიმერ პუტინმა შეხვედრაზე, რომელიც მოსკოვში გაიმართა, რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი რუსეთში ოფიციალური ვიზიტით რუსეთმა მიიწვია.
მედიის ინფორმაციითვე, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
„ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად, რა თქმა უნდა, რეგიონში არსებული ვითარების მოგვარება რჩება. ეს საკმაოდ რთული თემაა, მაგრამ ყველას გვსურს აღნიშნულის მოგვარება და ამ გზას უნდა მივყვეთ“, – განაცხადა პუტინმა შეხვედრაზე.
„მთიანი ყარაბაღის რეგიონის კონფლიქტის საომარი მოქმედებების დასრულებიდან ბოლო 8 თვის განმავლობაში თქვენთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს. ვფიქრობ, რომ ჩვენმა პირადმა კომუნიკაციამ იანვარში მოსკოვში და, შემდეგ უკვე სატელეფონო ხაზის გამოყენებით, ითამაშა მნიშვნელოვანი როლი სიტუაციის სტაბილიზაციაში. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ პოსტკონფლიქტური პერიოდი იყოს მაქსიმალურად უმტკივნეულო. ვფიქრობ, რომ საერთო ძალისხმევით ეს გამოგვივა“, – განაცხადა ალიევმა.