ფაუჩი: აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევების 80%-ზე მეტი ე.წ. ინდურ შტამზე მოდის
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევების 80%-ზე მეტი ე.წ. ინდურ შტამზე მოდის.
მოსივე თქმით, აშშ-ში ავტორიზებული ვაქცინები 90%-ზე მეტად ეფექტურია, ის ამცირებს სიკვდილიანობას. ამასთან, მცირდება ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა.
5 ივლისს ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ აშშ-ში ბოლო დროს დაფიქსირებული, კორონავირუსით სიკვდილიანობის შემთხვევების 99.2% არავაქცინირებულ პირებზე მოდის.