მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალში ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და სიმამრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, ცოლის ძმა და სიდედრი კი მძიმედ დაჭრა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ცოლთან დიდი ხნის განქორწინებულია. მათ 3 არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ.
მომხდარის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია და დამატებით დეტალებს “კვირა” არკვევს.