12 დაღუპული და ათასობით ევაკუირებული მოქალაქე – ჩინეთში წყალდიდობას ებრძვიან

ჩინეთში, ჰენანის პროვინციაში წყალდიდობას 12 ადამიანი ემსხვერპლა.

ძლიერი წვიმებით გამოწვეული სტიქიის შედეგად, ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა აუცილებელი.

როგორც ადგილობრივი მედია სინოპტიკოსებზე დაყრდნობით წერს, ეს რეგიონში ბოლო ათასი წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმაა.

მათივე ინფორმაციით, ყვითელი მდინარე ნაპირებიდან გადავიდა და დასახლებები დატბორა. 100 ათასამდე ადამიანი უსაფრთხო რაიონებშია გადაყვანილი.

ჰენანის პროვინციაში შეფერხებულია სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა, გაუქმდა და გადაიდო ავიარეისები.

ჰენანის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ ჩჟენჩჟოუში პარალიზებულია სატრანსპორტო სისტემა. რამდენიმე საბავშვო ბაღიდან ბავშვების გამოყვანას ვერ ახერხებენ. ქალაქის ერთ-ერთ უმსხვილეს სამედიცინო ცენტრს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები