ნიკოლოზ სამხარაძე: წარმოუდგენელია სხდომის ჩატარება, როცა ამის საშუალებას რადიკალურად განწყობილი დეპუტატების ჯგუფი არ გაძლევს
“სხდომის ჩაშლა არის მკაფიო პასუხი იმაზე, ოპოზიციას საერთოდ აინტერესებს თუ არა კითხვების დასმა და პასუხების მოსმენა”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, წარმოუდგენელია სხდომის ჩატარება, როცა ამის საშუალებას რადიკალურად და დესტრუქციულად განწყობილი დეპუტატების ჯგუფი არ გაძლევს.
„შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტის მიმართ ანგარიშვალდებულება აქვს და სწორედ ამიტომ იყო მოსული. პარლამენტი ხომ მხოლოდ დეპუტატების არ არის? – აქ იმისთვის მოდიან, რომ საზოგადოების კითხვებს პასუხები გასცენ. როცა ამის საშუალებას რადიკალურად და დესტრუქციულად განწყობილი დეპუტატების ჯგუფი არ გაძლევს, მაშინ წარმოუდგენელია სხდომის ჩატარება, რასაც თავისი წესები აქვს ისევე, როგორც თავისი წესები აქვს, პროტესტის გამოხატვას. ვახტანგ გომელაური პარლამენტში იყო და მისთვის ზუსტად იმ კითხვების დასმა გვსურდა, რაც თქვენ გაქვთ. სხდომის ჩაშლა არის მკაფიო პასუხი იმაზე, ოპოზიციას საერთოდ აინტერესებს თუ არა კითხვების დასმა და პასუხების მოსმენა.“, – განაცხადა სამხარაძემ.