იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. მხარის რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მოადგილეებთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად, 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელა. ინფორმაციას რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, მხარის გუბერნატორმა რეგიონში და ზოგადად ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაღალ მაჩვენებელზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ვაქცინის გაკეთების აუცილებლობაზე. აღნიშნა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩვენი მოქალაქეებისთვის არის ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალება.

“საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, 12-ვე მუნიციპალიტეტს წარმოდგენილი ჰქონდა საგრანტო კონკურსზე გასატანი იდეები და წინადადებები, აქედან 32 შეირჩა და მოწონების შემთვევაში პროექტები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

იმერეთში განსახორციელებელი პროექტებისთვის ევროკავშირის მიერ 2021 წელს გამოყოფილია 9 627 200 ლარი. დაფინანსებას მიიღებს ის მუნიციპალიტეტები, რომელთა პროექტებიც შესაბამისი კომისიის მიერ იქნება მოწონებული.

2021 წელს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის პრიორიტეტებია: ურბანული განახლება – ინტეგრირებული აქტივობები ურბანულ ტერიტორიებზე, უნიკალური პოტენციალის გამოყენებით ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ინტეგრირებული ადგილობრივი განვითარება.

2022 წელს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში იმერეთისთვის 59 155 671 ლარია გამოყოფილი.

სრიგპ ითვალისწინებს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც მიზნად ისახავს გარკვეული განსახორციელებელი ამოცანების ადგილობრივ დონეზე ეტაპობრივ დელეგირებას, სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით.

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, 2020 წელს იმერეთში 5 პროექტი დაფინანსდა და სამ მილიონამდე ლარის სამუშაოები განხორციელდა.

2020 წლის სექტემბერს, საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა 54 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ შეთანხებას, რომელიც გულისხმობს ოთხი საპილოტე რეგიონის -კახეთის, იმერეთის, რაჭა ლეჩხუმი – ქვემო სვანეთის და გურიის რეგიონებში 2020-2022 წლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებასა და დაფინანსებას.

დღესვე საბჭოს წევრებმა იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის გაწეული საქმიანობისა და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებაც მოისმინეს ინფორმაცია. ტურიზმის მიმართულებით ორგანიზაცია იმერეთში სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, ზაზა ლომინაძე ესწრებოდა”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები