ამირან გამყრელიძე: ჩვენ ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში
“ჩვენ ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მოშვებულია მოსახლეობა და პირბადის ტარება დახურულ სივრცეებშიც შემცირდა.
“ჩვენ ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში. აქამდე ვიყავით ნარინჯისფერ ზონაში. მოშვებულია მოსახლეობა, პირბადის ტარება დახურულ სივრცეებშიც შემცირდა. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, ხალხმრავალ ღია ადგილებში კვლავ დაწესდეს პირბადის ტარება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.