ივანე ჩხაიძე: გვრჩება ერთი რესურსი, გარდა იმუნიზაციის პროცესის დაჩქარებისა, როგორმე გავითვალისწინოთ შექმნილი მდგომარეობა და ნიღბის ტარება გავაგრძელოთ

“გვრჩება ერთი რესურსი, გარდა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური დაჩქარებისა, როგორმე გავითვალისწინოთ შექმნილი მდგომარეობა და ნიღბის ტარება გავაგრძელოთ”, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები ისე სწრაფად ვერ გატარდება, რომ “დელტა” ვარიანტი შეჩერდეს.

სწორი გადაწყვეტილება იყო რამდენიმე დღის წინ დამატებითი საწოლების გამოყოფა, ამან მნიშვნელოვნად შეამსუბუქა მდგომარეობა ამ თვალსაზრისით. მაგრამ ის, რომ ჩვენ ვერაფერს ვერ დავუპირისპირებთ კორონავირუსის “დელტა” ვარიანტს,  ცხადია. ვერ მოვახერხებთ ძალიან სწრაფად ორჯერადად იმუნიზირებული მოსახლეობის თუნდაც გაორმაგებას, ვერ მოვახერხებთ ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების ძალიან სწრაფად გატარებას, რომელიც შეაჩერებს “დელტა” ვარიანტის გავრცელებას, ასეთი ბუნებაში არ არსებობს. კიდევ გვრჩება ერთი რესურსი, გარდა იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური დაჩქარებისა, როგორმე გავითვალისწინოთ შექმნილი მდგომარეობა და ნიღბის ტარება გავაგრძელოთ”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები