ბაღდადში მომხდარ ტერაქტს ათობით მოქალაქე ემსხვერპლა

ერაყში, ბაღდადის გარეუბანში ტერაქტი მოხდა.
უცხოური მედიის ცნობით, აღნიშნულს 31-მდე მოქალაქე ემსხვერპლა.
როგორც Reuters-ი წერს, ტერაქტი თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ტერაქტის შედეგად, 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ამ მომენტისთვის, ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

როგორც ვარაუდობენ, დაღუპულთა რიცხვი შეიძლება, გაიზარდოს, რადგან დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები