ზვიად კვაჭანტირაძე: მეტი პასუხისმგებლობა გმართებთ ზოგიერთ სააგენტოს, არ შეიძლება ასე დამახინჯებულად თარგმნოთ ის, რაც რეალურად თქვა შარლ მიშელმა
მეტი პასუხისმგებლობა გმართებთ ზოგიერთ სააგენტოს, არ შეიძლება ასე დამახინჯებულად თარგმნოთ ის, რაც რეალურად თქვა შარლ მიშელმა, – ამის შესახებ ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი აზრით, ზოგიერთ სააგენტო ევროპის მიმართ ნიჰილიზმს თესავთ.
”მეტი პასუხისმგებლობა გმართებთ ზოგიერთ სააგენტოს! არ შეიძლება ასე დამახინჯებულად თარგმნოთ ის, რაც რეალურად თქვა შარლ მიშელმა. თუ არ გამოასწორებთ, მერე მოგნიშნავთ. რატომ აკეთებთ ამას? თქვენ რატომ ემატებით იმ ორკებს, ვინც ორჯერ ჩამოგლიჯა ევროკავშირის დროშა? თავად, რატომ თესავთ ნიჰილიზმს ევროპის მიმართ?
ჩვენ შევალთ ევროკავშირში! ჩემი თაობაც კი მოესწრება! (ევროანტები ვინც ხართ, იქნებ გამიადვილოთ ჩემი “საფრენდეთიდან” თქვენი გაშვება. სულაც არაა აუცილებელი ვიყოთ “ფრენდები”)”, – წერს ზვიად კვაჭანტირაძე.