დავით ზალკალიანი: ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია თავის დროზე ჩაფიქრებული იყო, როგორც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის განხილვის შესაძლებლობა

ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მიმართა.

„ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია თავის დროზე ჩაფიქრებული იყო, როგორც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის განხილვის შესაძლებლობა. თავიდანვე ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები, წევრი სახელმწიფოების მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე, მეცნიერები და ანალიტიკოსები ჩართულები იყვნენ ევროპული ინტეგრაციის საკითხებისა და გამოწვევების განხილვაში. კონფერენცია ახალ ეტაპზე გადადის და უფრო გამორჩეული მონაწილეები ესწრებიან მას. დღის წესრიგით განსაკუთრებით შეცვლილია და მოიცავს რეგიონულ განვითარებას, ეკონომიკურ შესაძლებლობებს, უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებს შავი ზღვის რეგიონსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სფეროში. ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია არის ასევე შესაძლებლობა იმისთვის, რომ ასობით მონაწილეს შორის ურთიერთობა დამყარდეს და ახლა ეს გვაკლია ყველაზე მეტად“, – განაცხადა ზალკალიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები