შარლ მიშელი და სამი ქვეყნის პრეზიდენტი – საქართველო მაღალი რანგის საერთაშორისო დიპლომატებს მასპინძლობს

საქართველო დღეს მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს. შავიზღვისპირა კურორტ ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიხსნა. სამი ქვეყნის: უკრაინის მოლდოვისა და საქართველოს, ასევე,  ევროსაბჭოს პრეზიდენტი – შარლ მიშელი ევროატლანტიკურ სივრცეში არსებული გამოწვევებს, შესაძლებლობებსა და მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს განიხილავენ. მაღალი რანგის სტუმრებს კონფერენციის გახსნამდე საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უმასპინძლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები