გია კაჭარავა: სოდომიზაცია და ვაქცინაცია – ორივე კაცობრიობის მტერია
“სოდომიზაცია და ვაქცინაცია – ორივე კაცობრიობის მტერია. ცნობილმა მეცნიერმა, ვახტანგ გოგებაშვილმა განაცხადა – ვაქცინები სანამ წლები არ გამოცდის, დაუშვებელია ადამიანს მივაკაროთო”, – ამის შესახებ რეჟისორი გია კაჭარავა გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, როცა უფლის კვართი საქართველოშია, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ცოდვაში ცხოვრების უფლება არ გვაქვს.
“მამათმავლების ქუჩაში გამოსვლა, პრაიდები და მათი სექსუალური ცხოვრების ღია პროპაგანდა თანასწორობის გამოხატვა კი არა, სატანიზმია.
როდესაც ლგბტ აქტივისტს სასქესო ორგანოზე ხატი ახატია ან გენიტალიები უჩანს და ქუჩაში ისე დადის, ეს იმას ნიშნავს, ლუციფერული მოძღვრების მიმდევარია. “გახდი გეი, მიიღე ნარკოტიკი, მიესალმე სატანას!” – აი, ამათი გეი-მსვლელობის მთელი ანატომია. სხვათაშორის “ღირსების მარშში” მონაწილეობის მისაღებად ინტერნეტის საშუალებით მაისურების გამოწერაც შეიძლება წარწერით – “გახდი გეი, მიესალმე სატანას”, თანაც სულ რაღაც 6 დოლარი და 66 ცენტი ღირს. არ ვხუმრობ. აქვე ხმამაღლა ვამბობ – როგორც უნგრეთმა აკრძალა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა, ისევე მიიღონ საქართველოშიც ეს კანონი.
კინოში ვმუშაობ და ბევრ ასეთ ადამიანს ვიცნობ… სერგო ფარაჯანოვის ასისტენტიც ვიყავი, ერთად ვმუშაობდით, მაგრამ ამ საკითხზე არასოდეს ულაპარაკია, აღლუმის მოსაწყობად ქუჩაში არ გასულა, არ ყვიროდა ჩემნაირი გახდითო. პოლიტიკოსები, რომლებიც ამათ ჰყვებიან, ზოგი ფარისეველია, ზოგიც ამათგან ფულის მოლოდინშია. სოროსის ფონდი უხდით ამათაც და ტელევიზიებსაც დიდ თანხას. მაგრამ რაც უნდა ეცადონ, მამათმავლობა საქართველოში ფეხს ვერ მოიკიდებს.
წარღვნის შემდეგ ღმერთმა ცისარტყელა იმიტომ გამოსახა, რომ პირობა მოგვცა, გადაგვარჩენდა და არა იმიტომ, რომ ეს ლგბტ ჯგუფს თავის სიმბოლოდ აერჩია. ზოგიერთები გულუბრიყვილოდ ნუ ამბობენ, გაიარონ პრაიდზე რა მოხდებაო. არადა, ამით ესენი პირდაპირ ეკლესიას უტევენ. მაგრამ უფალს თუ სძინავს, უფლის კანონები ფხიზლობენ, შეიხედეთ, რა ხდება მსოფლიოში – წარღვნები და მიწისძვრები, მათ შორის საქართველოში.
როცა უფლის კვართი საქართველოშია, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ცოდვაში ცხოვრების უფლება არ გვაქვს. ერთმა ინგლისელმა მეცნიერმა გამოიკვლია და განაცხადა, საქართველოს ისტორიას როცა გაეცნობი, მიხვდები, რომ ლოგიკურად, ყველა კვლევის მიხედვით, ეს ქვეყანა აღარ უნდა არსებობდეს, მაგრამ ისევ ფეხზე დგას და ეს უფლის მფარველობის ნიშანიაო. ამიტომ ქართველი კაცის გადაგვარებას ნურავინ შეეცდება, არ გამოუვა. აქვე დავამატებ არც იმათ გამოუვათ საქართველოს დაჩოქება, ვისაც ჩვენი სრული ვაქცინაცია აქვს გადაწყვეტილი. სოდომიზაცია და ვაქცინაცია ორივე კაცობრიობის მტერია.
ვაქცინაციის დაძალებას ჯერ ვერ ბედავენ, მაგრამ ბოროტება აქვთ ჩაფიქრებული. ცნობილმა მეცნიერმა ვახტანგ გოგებაშვილმა განაცხადა – ვაქცინები სანამ წლები არ გამოცდის, დაუშვებელია ადამიანს მივაკაროთო. ნიუნბერგის კანონიც კრძალავს თანხმობის გარეშე ადამიანის ორგანიზმში პრეპარატის შეყვანას, მაგრამ ესენი ყველაფერზე მიდიან”, – განაცხადა კაჭარავამ.