ლევან იოსელიანი ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევაზე: პროცესი რაც მიმდინარეობს, სრულიად შეესაბამება შარლ მიშელის შეთანხმებას

„პროცესი რაც მიმდინარეობს, სრულიად შეესაბამება შარლ მიშელის შეთანხმებას ამ პროცესის მიმართ არ მაქვს პრეტენზია, პრეტენზია მაქვს იმის მიმართ, რომ ვერ შედგა კონსენსუსი თავმჯდომარესთან დაკავშირებით და გვიწევს გამოვიყენოთ დათქმა, რომლის თანახმადაც დროებით უნდა ავირჩიოთ ცესკოს თავმჯდომარე“, – ამის შესახებ “მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატთან მიმართებაში ყოფილიყო როგორც პოლიტიკური, ისე საზოგადოებრივი კონსენსუსი.

„მინდა სიცხადე შევიტანო ჩვენი პოზიციის თვალსაზრისით ცესკო-ს კანდიდატებთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატთან მიმართებაში ყოფილიყო როგორც პოლიტიკური, ისე საზოგადოებრივი კონსენსუსი. კანდიდატები, რომლებიც არიან წარმოდგენილი, მე მათ არ ვიცნობ, არ შემაქვს ეჭვი არც მათ კომპეტენციაში, არც კეთილსინდისიერებაში, მაგრამ ის, რომ მათ გარშემო ვერ შედგა პირველ რიგში პოლიტიკური კონსენსუსი და მეორე რიგში რომ საზოგადოებისთვის არ არიან ეს ადამიანები ცნობილი, ჩვენი პარტია მათ მხარს არ დაუჭერს. ეს განცხადება გავაკეთე იმიტომ, რომ გაუგებრობა არ ყოფილიყო. ზოგადად, ეს პროცესი რაც მიმდინარეობს, სრულიად შეესაბამება შარლ მიშელის შეთანხმებას პირველ რიგში და ამ პროცესის მიმართ არ მაქვს პრეტენზია, პრეტენზია მაქვს იმის მიმართ, რომ ვერ შედგა კონსენსუსი თავმჯდომარესთან დაკავშირებით და გვიწევს გამოვიყენოთ დათქმა, რომლის თანახმადაც დროებით უნდა ავირჩიოთ ცესკოს თავმჯდომარე“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები