გარდაიცვალა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ეკა ეგაძე

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ეკა ეგაძე გარდაიცვალა. ის ოპერაციის შემდეგ რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ეკა ეგაძე სხვადასხვა დროს იყო საინფორმაციო გადაცემის წამყვანი, დილისა და გასართობი გადაცემების პროდიუსერი, გადაცემა „დღის კოდის“ პროდიუსერი.

“კვირა” ეკა ეგაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს, ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები