იაგო ხვიჩია: ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც შს მინისტრისა და პრემიერის გადადგომას არ ვითხოვთ, ჩვენ გვინდა გავარკვიოთ ამბავი და მერე ვარჩიოთ მტყუან-მართალი

“ჩვენ მგონი, ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც შს მინისტრისა და პრემიერის გადადგომას არ ვითხოვთ, იქიდან გამომდინარე, რომ გვინდა ვიყოთ თანმიმდევრულები”,- ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს.

მისივე თქმით, მტყუან-მართლის გარჩევამდე ამბის გარკვევაა მთავარი.

“ჩვენ მგონი, ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც შს მინისტრისა და პრემიერის გადადგომას არ ვითხოვთ, იქიდან გამომდინარე, რომ გვინდა ვიყოთ თანმიმდევრულები. თუ ერთ დღეს ვიძახით, რომ არის არაფორმალური მმართველობა და არ ვიცით, ვინ იღებს გადაწყვეტილებას და მეორე დღეს ვითხოვთ შს მინისტრის, ან პრემიერის, ან ვინმეს გადადგომას, როცა უკვე ნათქვამი გვაქვს, რომ არ ვიცით, ვინ იღებს გადაწყვეტილებას, ჩვენი აზრით, ეს არის მსხვერპლის მოთხოვნა – არა დამნაშავის დასჯა, არამედ მსხვერპლის მოთხოვნა. ჩვენ გვინდა ჯერ გავარკვიოთ ამბავი და მერე ვარჩიოთ მტყუან-მართალი”, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს დღეს პარლამენტში ელოდებიან. შინაგან საქმეთა მინისტრი რიგგარეშე სესიაზე 5 და 6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები