მედიის წარმომადგენლები პარლამენტში ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ
პარლამენტში მედიის წარმომადგენლები “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ.
ამ ფორმით, ისინი გამოხატავენ პროტესტს ლექსო ლაშაქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ასევე 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ მომხდარ ძალადობაზე.
მედიის წარმომადგენლები ფოტოებით პარლამენტის სხდომათა დარბაზის შესასვლელთან განლაგდნენ და აპირებენ, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატები სხდომაზე ამ ფორმით შეაცილონ.