მამუკა მდინარაძე: დღეს იდება სტანდარტი, რომ ჟურნალისტს შეუძლია, პოლიტიკური აქტორიც იყოს და ჟურნალისტიც იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილს ასე უნდა

“მედიასაშუალება, რომელიც პოლიტიკურ პერფორმანსებს აწყობს, კი არ აშუქებს, აწყობს, პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებს, პოლიტიკურ აქტივობებს ეწევა, არ შეიძლება იყოს პოლიტიკური აქტორი და ამავდროულად იყოს ჟურნალისტური საქმიანობის განმახორციელებელი”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

„ზღვარის დაცვა ჩვენი ვალდებულებაა, ეს უფლება კი არ არის ჩვენი, ვალდებულებაა, რომ ისე მოვიქცეთ, როგორც ბოლო დღეებში ვიქცეოდით. ასეთი სტანდარტი დაიდო, რომ ჟურნალისტს შეუძლია პატიოსან პოლიტიკოსს დააბრალოს კორუმპირებულობა და თუ კი ის უპასუხებს, რომ მატყუარაა, ეს ზეწოლად ითვლება. დღეს იცით, რა სტანდარტი იდება, ჟურნალისტს შეუძლია, პოლიტიკური აქტორიც იყოს და ჟურნალისტიც იყოს იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილს ასე უნდა. მიხეილ სააკაშვილი ურეკავს არხის ხელმძღვანელებს და ემუქრება, რომ მაგალითად არ მისცემს ფულს. ხვალ რომ გიგა ბოკერიამ გადაწყვიტოს და მათ ე.წ. ტელევიზიაში გაფორმდეს ჟურნალისტად და მოვიდეს ჩემთან როგორც ჟურნალისტი, ამ დროს გარეთ დგას და ითხოვს ღარიბაშვილის გადადგომას ამორალური მოტივებით და ა.შ. ვალდებული ვარ მე მას ინტერვიუ მივცე? და რა განსხვავებაა გიგა ბოკერიასა და იმ ჟურნალისტს შორის, რომელიც თან პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებს და თან მიკროფონით ხელში კითხვას მისვამს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები