მამუკა მდინარაძე: ვერავინ უნდა გაბედოს მედიაზე არათუ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც კი ძალადობა

“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ქვეყანაში ვერცერთმა ბნელმა ძალამ თუ მოძალადემ ვერ გაიფიქროს, არათუ იმოქმედოს და ჟურნალისტზე ხელი ასწიოს, ჟურნალისტზე იძალადოს”, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ვერავინ უნდა გაბედოს მედიაზე არათუ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც კი ძალადობა. ეს არ უნდა იყოს არანაირი ფორმით დასაშვები, ამასთან პრეცედენტებიც კი ამის აღარ უნდა გვქონდეს. ამ ძალიან ცუდმა მაგალითმა, ჩვენ ამ პრევენციის გატარების ვალდებულება უნდა გაგვიასმაგოს. ეს ჩვენი პოზიციაა“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები