“ევროპის უნივერსიტეტის” სამაგისტრო პროგრამამ მენეჯმენტში უპირობო აკრედიტაცია მიიღო
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, “ევროპის უნივერსიტეტის” სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამამ მენეჯმენტში 7 წლის ვადით უპირობო აკრედიტაცია მიიღო.
როგორც “ევროპის უნივერსიტეტის” ხარისხის განვითარების მიმართულებით ვიცერექტორმა, სოფიო ხუნდაძემ განაცხადა, პროგრამა მნიშვნელოვანია, რადგან მასზე მოთხოვნა ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა.
“გარე სამყაროდან მზარდი ზემოქმედების პირობებში, ნებისმიერი ბიზნესისა თუ ორგანიზაციისათვის სასიცოცხლო ამოცანას წარმოადგენს მმართველობითი პროცესების კვალიფიციურად განხორციელება და თანამედროვე მენეჯმენტის შესაძლებლობების სრულფასოვნად გამოყენება.
ორგანიზაციის წარმატებული საქმიანობისათვის აუცილებელი კვალიფიციური მართვა მოითხოვს მართვის თანამედროვე მეთოდების მცოდნე, მაღალკვალიფიციური მმართველობითი კადრების მომზადებას. “ევროპის უნივერსიტეტის” მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ემსახურება სწორედ ისეთი კვალიფიციური კადრების მომზადებას, რომლებსაც აუცილებელ თეორიულ ცოდნასთან ერთად, აქვთ გლობალურ ბიზნესში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების ანალიზის უნარი და შეუძლიათ ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება, ამასთან ერთად, გაცნობერებული აქვთ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობაც – დაგეგმონ და განახორციელონ სამუშაო პროცესები ისე, რომ ისინი შეესაბამებოდნენ როგორც ორგანიზაციის, ასევე, საზოგადოების ინტერესებს”, – განაცხადა სოფიო ხუნდაძემ.
“ევროპის უნივერსიტეტმა” ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარე და ახალი პროგრამებით აკრედიტაცია/ავტორიზაციის პროცესი წარმატებით გაიარა.