ზურაბ მახარაძე: თუ დამაკავებენ, დამაკავონ, ზეწოლა მოდის გარედან, ელჩებისგან, ამერიკისგან, ევროპისგან
“თუ დამაკავებენ, დამაკავონ, ზეწოლა მოდის გარედან, ელჩებისგან, ამერიკისგან, ევროპისგან”, – ამის შესახებ „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელმა, ზურაბ მახარაძემ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მან გამოძიების ყველა კითხვას უპასუხა.
„რაც კითხვებიც ჰქონდა გამოძიებას, ყველაფერზე ვუპასუხე. დეტალებში არ შევდივარ და მეტი კომენტარის გაკეთებაც არ მინდა.
თუ დამაკავებენ, დამაკავონ. გამოძიება როგორც გადაწყვეტს, ისე იქნება. მათზე ზეწოლა თუ იმხელა იქნება, რომ დამაკავონ, მაშინ დამაკავონ. ზეწოლა მოდის გარედან, ელჩებისგან, ამერიკისგან, ევროპისგან. არ ვიცი, კიდევ დამიბარებენ თუ არა დაკითხვაზე“, – განაცხადა მახარაძემ.