ალექსანდრე ფალავანდიშვილმა და ზურაბ მახარაძემ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო დატოვეს

თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო გურამ ფალავანდიშვილის შვილმა, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა და “ალტ-ინფოს” დამფუძნებელმა, ზურაბ მახარაძემ დატოვეს.

„მიმდინარეობს ჩხრეკა, პირად მიმოწერებს ნახულობენ. ჯერ არ დასრულებულა პროცესი, გამოვედი დაკითხვიდან, რადგან გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით გავდივართ. სად მივდივარ, არ გეტყვით“, – განაცხადა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა.

ამ დროისთვის, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე რჩება გურამ ფალავანდიშვილი, დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი და კიდევ რამდენიმე პირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები