ამირან გამყრელიძე: შეზღუდვების მოხსნა ძალიან სწრაფად მოხდა, სამწუხაროდ, ჩვენ ვიჩქარეთ

“შეზღუდვების მოხსნა ძალიან სწრაფად მოხდა, სამწუხაროდ, ჩვენ ვიჩქარეთ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან გამართულ ვებინარზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკისთვის საჭირო იყო გარკვეული თავისუფლება, რომ ეკონომიკას ამოესუნთქა, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესს.

„მოგეხსენებათ, რომ სამედიცინო მხარე, ექიმები საბჭოზე ყოველთვის უფრო რადიკალურები ვართ, ვიდრე ეკონომიკური მხარე. ისიც გასაგებია, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის საჭირო იყო გარკვეული თავისუფლება, რომ ეკონომიკას ამოესუნთქა, განსაკუთრებით – მცირე და საშუალო ბიზნესს. ამიტომ ჯერდება იქ ყველა წინადადება და შემდეგ ვცდილობთ, ოქროს შუალედით იყოს გადაწყვეტილებები მიღებული. შეზღუდვების მოხსნა ძალიან სწრაფად მოხდა. სამწუხაროდ, ჩვენ ვიჩქარეთ შემსუბუქება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები