დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებდა, გამოკითხვაზე დაიბარეს
დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებდა, გამოკითხვაზე დაიბარეს. სასულიერო პირი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ადვოკატთან ერთად მივიდა.
5 ივლისს დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა რუსთაველის გამზირზე განაცხადა: “არა ძალადობას” კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ქვეყნისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის!”.