ივანე ჩხაიძე: პედიატრიული საწოლების, პრაქტიკულად, 100% ათვისებულია
“პედიატრიული საწოლების, პრაქტიკულად, 100% ათვისებულია”, – ამის შესახებ იაშვილის ცენტრალური საავადამყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვირუსი ბავშვებში უფრო მძიმედ მიმდინარეობს.
„მეორე ტალღასთან შედარებით, როდესაც ნაკლები იყო საავადმყოფოში დაწვენის აუცილებლობა, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ახლა ძალიან ბევრი ბავშვი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. ამის გამო საჭირო გახდა დამატებით გამოყოფილიყო საწოლები ბავშვებისთვის. პედიატრიული საწოლების, პრაქტიკულად, 100% ათვისებულია.
ვირუსი ბავშვებში უფრო მძიმედ მიმდინარეობს და უფრო ხშირად ხდება აუცილებელი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ცოტა ხნის წინ, ციციშვილის კლინიკაში კოვიდინფიცრებული 3 კვირის ჩვილი გარდაიცვალა.