გურამ ფალავანდიშვილი: როგორც ვიცი, არ გვაკავებენ, უბრალოდ, ჩვენი დაკითხვა უნდათ

გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა კანონსაწინააღმდეგო ვერც ნივთი და ვერც ნივთიერება ვერ იპოვეს.

საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, ფალავანდიშვილი თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.

ფალავანდიშვილის თქმით, ის პოლიციაში გამოკითხვაზე უარს აცხადებს.

„ჩვენ ვართ ძალიან კანონმორჩილი ხალხი, თუ ეს კანონები არ ეწინააღმდეგება ათ მცნებას. ათ მცნებას თუ ეწინააღმდეგება, ვერც ამერიკის ელჩი, ვერც თურქეთი და ვერც პუტინი ვერ დაგვავალდებულებს შევასრულოთ. ახლა მივდივართ განყოფილებაში. როგორც ვიცი, არ გვაკავებენ, უბრალოდ, ჩვენი დაკითხვა უნდათ. ჩვენ უარს ვაცხადებთ დაკითხვაზე, თუ არ იქნება სასამართლოში და ადვოკატის თანხმლებით, და გამოვთქვათ წუხილს, რომ არ აკავებენ ძალადობის ინიციატორებს, „თბილისი პრაიდსა“ და მედიატერორისტებს. უნდა დაგაკავონ თქვენ, ტერორისტები. იყო ტერორი თქვენი, ჟურნალისტების მხრიდან. შეიძლება, ჩვენც მოვმკვდარიყავით და ყველა მომკვდარიყო. თქვენ ხართ მოძალადეები“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები