ივანე ჩხაიძე: დღეს ,,ფაიზერზე” ყველა ადგილი შევსებულია, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად დიდია მოლოდინი ვაქცინის მიმართ

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანლის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ,,ფაიზერზე” ყველა ადგილი შევსებულია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად დიდია მოლოდინი ვაქცინის მიმართ.

„დღეს ყველა ადგილი შევსებულია და ყველა რეგიონში, შვიდივე დაწესებულება, სადაც დღეს შესაძლებელია, ჩატარდეს „ფაიზერით“ ვაქცინაცია, მთლიანადაა შევსებული. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად დიდია მოლოდინი „ფაიზერის” ვაქცინის მიმართ და რამდენად მზადაა მოსახლეობა, სწორედ „ფაიზერის“ ვაქცინით ჩაიტაროს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია“, – განაცხადა ჩხაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები