ნიკა მელია სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ნიკა მელია სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა.

პროცესი დღეს საქალაქო სასამართლოში უნდა გამართულიყო, თუმცა, მორიგ სხდომაზე დაცვის მხარე არ გამოცხადდა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის 3 მოწმე უნდა დაეკითხათ. საქმეზე გაგრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა.

მელიას 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მის ხელმძღვანელობას ედავებიან.

სხდომა 22 ივლისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები