გერმანიის დასავლეთით გადაუღებელი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რეინალდ-ფალცის ფედერალურ მიწის პოლიციაში აცხადებენ, რომ 6 საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შემდეგ 50-მდე პირი დაკარგულად ითვლება.
ასევე, პოლიციაში აცხადებენ, რომ შულდას რეგიონში 25-მდე შენობას ჩამონგრევა ემუქრება.
“ძალიან ბევრი ადამიანი საცხოვრებელი სახლების სახურავებზე ავიდა, ისინი უნდა გადავარჩინოთ”, – თქვა კობლენცის პოლიციის წარმომადგენელმა.
გადაუღებელმა წვიმებმა გერმანიის დასავლეთს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი მოუტანა, მოხდა ადამიანების მასობრივი ევაკუაცია. რამდენიმე ავტომაგისტრალი გადაკეტეს.
ბულკანეიფელის რაიონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს.
ქალაქ ალტენში მაშველი დაიღუპა, როდესაც დაზარალებული მამაკაცის დახმარებას ცდილობდა – თავად წყლის სწრაფმა დინებამ შეიწირა. კიდევ ერთი მაშველი ოპერაციის ჩატარების ადგილზე დაიღუპა.