პიტერ სტანო: ნებისმიერი ქმედება მედიის წინააღმდეგ მიუღებელია

ოპერატორის გარდაცვალება ტრაგიკული ამბავია. ჩვენ გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს. უკიდურესად მნიშვნელოვანია გამოძიება წარიმართოს გამჭვირვალედ, დამოუკიდებლად და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა ჩვენი საქართველოსთან თანამშრომლობისას, რაც ასოცირების ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული გულისხმობს ღირებულებების და საერთო პრინციპების პატივისცემასა და ერთგულებას, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ღირებულებები მოიცავს ადამიანის უფლებების დაცვას, ფუნდამენტური უფლებების პატივისცემას, უმცირესობის უფლებების დაცვას.

„ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა პატივი სცეთ და დაიცვათ ყველა. ყველა თანაბარია. თანაბარია სქესის, რასის, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიის კუთვნილების მიუხედავად. ხელისუფლებისა და ხალხის მიერ არჩეული პირების პასუხიმგებლობაა დაიცვას ყველა და განსაკუთრებით ისინი, ვინც უმცირესობაში არიან.

ეს პირველ რიგში ხელისუფლების ვალდებულებაა და პასუხიმგებლობაა. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა ევროკავშირისთვის პარტნიორებთან ურთიერთობისას. საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს და პრინციპებს. აქედან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სხვისი უფლებების დაცვაა. ამას ველოდებით პარტნიორების მხრიდან. ევროკავშირი სოლიდარულია მედიის და ჟურნალისტების მიმართ იმ თვალსაზრისით, რომ მათ უნდა ჰქონდეთ თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა, რათა შეასრულონ თავისუფლად მოვალეობა და მოსახლეობის ინფორმირება მოახდინონ. ჟურნალისტის შევიწროება არ უნდა მოხდეს იმის გამო, რასაც ის აკეთებს. დემოკრატიულ ქვეყანაში ეს განსაზღრულია და მედიის უფლებები დაცულია. ნებისმიერი ქმედება მედიის წინააღმდეგ მიუღებელია. მედია არის დემოკრატიული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. მედიის თავისუფლება კი ჩვენი საერთო ღირებულებების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია“, – განაცხადა პიტერ სტანომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები