ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ხოჯევანიშვილზე: იმასაც ვერ აცნობიერებს, რომ არანაირი ,,დე ფაქტო’’ რეჟიმის მიერ დაზარალებული არ არსებობს – არსებობს ერთი ოკუპანტი – რუსეთი

„ამ ერთ სტატუსში ჩანს რამდენად საშიშია ეს გაუნათლებელი, ხეპრე ხალხი ჩვენი ქვეყნისთვის – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ წევრის გიორგი ხოჯევანიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს ზაზა გახელაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

,,ეს კაცი, ხოჯევანიშვილი იმასაც ვერ აცნობიერებს, რომ არანაირი დე ფაქტო რეჟიმის მიერ დაზარალებული არ არსებობს – არსებობს ერთი, ოკუპანტი რუსეთი და მისი მსხვერპლი.

აქ საქმე მხოლოდ ტერმინებში არაა, ეს არის დადასტურება და აღიარება, რომ თურმე ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დეფაქტო მთავრობა აკონტროლებს ვითარებას და არა ოკუპანტი რუსეთი. აი მაგ პარტიაში თუ კიდე ვინმეს შერჩა გონიერება, იმედია აუხსნიან რაც მიქარა!’’ – წერს “facebook” – ზე ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები