ეკატერინე ტიკარაძე: საკმაოდ გაიზარდა ბავშვებში ინფექციის გავრცელება და, შესაბამისად, მოთხოვნა პედიატრიულ საწოლზე

“მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორ შეიძლება, განხორციელდეს პრევენციული ზომები მეტად უფრო ეფექტურად იმისთვის, რომ ბავშვების ინფიცირებისგან მაქსიმალურად დაცულები ვიყოთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ინფიცირების გაზრდილი რაოდენობიდან გამომდინარე მუშაობა კლინიკური სექტორთან უკვე დაწყებულია, რათა მეტი პედიატრიული საწოლის მობილიზება მოხდეს.

“საკმაოდ გაიზარდა ბავშვებში ინფექციის გავრცელება და შესაბამისად, მოთხოვნა პედიატრიულ საწოლზე. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია კლინიკურ სექტორთან, რათა მოხდეს მეტი პედიატრიული საწოლის მობილიზება, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანი არის ბავშვები დავიცვათ ამ ვირუსისგან და აქედან გამომდინარე დღესდღეობით მიმდინარეობს არაერთი მსჯელობა იმასთან მიმართებაში, თუ როგორ შეიძლება, განხორციელდეს პრევენციული ზომები მეტად უფრო ეფექტურად იმისათვის, რომ ბავშვების ინფიცირებისგან ჩვენ ვიყოთ მაქსიმალურად დაცულები”, – განაცხადა მინისტრმა “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები