Pfizer-ის ვაქცინა საქართველოშია
ამერიკულ-გერმანული წარმოების – pfizer-ის ვაქცინა უკვე საქართველოშია.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ვაქცინაცია 16 ივლისიდან დაიწყება.
“დაფრინდა აეროპორტში თვითმფრინავი, რომლითაც ჩამოვიდა “ფაიზერის” ვაქცინა. იმუნიზაციის პროცესში 7 კლინიკა ჩაერთვება და 80 დამატებითი კლინიკა. ვაქცინაციის პროცესი დაიწყება 16 ივლისს”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.