“ქართული ოცნების” ოფისთან დაკავებული თაზო დათუნაშვილი გაათავისუფლეს

“ქართული ოცნების” ოფისთან 12 ივლისს გამართულ აქციაზე დაკავებული თაზო დათუნაშვილი გაათავისუფლეს.

“როდესაც ქართული ოცნების ოფისთან დაგვანახებს, ეს იყო ჩვეულებრივი სადამსჯელო ოპერაცია. იყო განრიდების სპეცოპერაცია, რომ მიმდინარე პროცესებში არ მიგვეღო მონაწილეობა. ყველზე ცინიკური არის ის , რომ 5 ივლისს ძალადობაში ბრალდებული ყველა ის მოძალადე ხელწერილის საფუძველზე იქნა გამოშვებული დაუყოვნებლივ, ჩვენ კი 24 საათი გაგვატარებინეს საპატიმროში.

ეს არის უსუსური მცდელობა გვაჩვენონ, რომ ეს მოძალადეები არიან ხელისუფლების მხარეს და მათი ნაწილი, ხოლო ჩვენ , ოპოზიცია, სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები ქართული ოცნებისთვის ვართ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები ,რომლებსაც შეუძლიათ ყველაფერი გაუკეთო.ეს მეთოდი არ იმუშავებს. ეს პროცესი ვერ შეაჩერებს. ბოლო დღეებში განხორციელებული სასტიკი ძალადობა არის ღარიბაშვილის და გომელაურის მხრებზე. ჩვენ ყველაფერს ვიზამთ რომ ეს სისხლიანი ფურცელი გადავშალოთ” – განაცხადა თაზო დათუნაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები