თინა ხიდაშელი: რა დანიშნულებით გაწერეს ლექსო 8-ში თუ ნარკოტიკი სჭირდებოდა 9-ში, როგორ უნდა მომხდარიყო ტკივილის გაყუჩება?
დადგებოდა თუ არა სიკვდილი, რომ არა 5 ივლისის ძალადობა? – ამ კითხვაზე პასუხის გარეშე ნულია ყველა ექსპერტიზის ფასი და მხოლოდ გარდაცვლილის დისკრედიტაციას ემსახურება, – ამის შესახებ თინა ხიდაშელმა ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ განაცხადა.
მას კითხვა უჩნდება, “რატომ გაწერეს ლექსო ლაშქარავა საავადმყოფოდან, თუ მას ტკივილის გასაყუჩებლად ნარკოტიკი სჭირდებოდა.
“იმათთვის ვინც ექსპერტიზას ელოდება
მთავარი კითხვები რომელიც სინამდვილეში უნდა დაისვას შემდეგია: რომ არა 5 ივლისის ძალადობა და დაზიანებები, დადგებოდა თუ არა სიკვდილი იმ კონკრეტული მიზეზით როგორც დადგა სიკვდილი.
ეს არის მთავარი კითხვა რაზეც სასამართლო ექსპერტიზამ უნდა გვიპასუხოს.
თუკი 5 ივლისის მასობრივი ძალადობის გამო, ტკივილის გასაყუჩებლად ნარკოტიკს იყენებდა საავადმყოფო, რა დანიშნულებით გაწერეს ლექსო? 8-ში თუ ნარკოტიკი ჭორდებოდა 9-ში როგორ უნდა მომხდარიყო ტკივილის გაყუჩება?
რატომ გაწერეს იმ დაზიანებების მქონე პაციენტი, რა პირობებით და რა მდგომარეობაში?
კიდევ ერთხელ ყველაზე მთავარი – დადგებოდა თუ არა სიკვდილი რომ არა 5 ივლისის ძალადობა?
ამ კითხვაზე პასუხის გარეშე ნულია ყველა ექსპერტიზის ფასი და მხოლოდ გარდაცლილის დისკრედიტაციას ემსახურება”, – წერს ხიდაშელი.