გიგა ოთხოზორიას დედა: სირცხვილი თქვენს დედებს, რომლებმაც ასეთი ჯალათები გაგზარდეს, რაში მოიხმართ იმ თანხას, რომელიც რუსული საქმის გაკეთებაში აიღეთ

ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს, 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს 2016 წლის მაისში, ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან აფხაზი მესაზღვრის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“5 ივლისიდან საკუთარ თავს ვებრძვი, ჩუმად ჩემთვის გამოვხატავ აღშფოთებას და ვეკითხები იმ, ,,ვაი პატრიოტებს,, რა გასამრჯელო მიიღეთ საქართველოს ღალატში? რაში მოიხმართ იმ თანხას, რომელიც რუსული საქმის გაკეთებაში აიღეთ. სირცხვილი და მრავალჯერ სირცხვილი თქვენ და თქვენ გამზრდელ დედებს, რომლებმაც ასეთი ჯალათები გაგზარდეს.

მეცოდება თქვენი შვილებიც…

ჩემს შვილთან და მრავალ საქართველოსთვის დაღუპულ ქართველებთან ერთად დაგტირი, ღირსეულო ქართველო”, – წერს ჭანტურია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები