სპეციალისტების დეფიციტის გამო, ოჩამჩირესა და გაგრაში კოვიდლაბორატორიები ვერ აამუშავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრასა და ოჩამჩირეში კოვიდლაბორატორიები ვერ აამუშავეს.

როგორც ე.წ. მთავარმა სანიტარმა, ლიუდმილა სკორიკმა თქვა, ამის მიზეზი გახდა ის, რომ ე.წ. რესპუბლიკაში პერსონალის დეფიციტია, ასევე, არ არიან ის სპეციალისტები, რომლებიც სპეციალურ აღჭურვილობას ააწყობენ.

მისი თქმით, ეს ლაბორატორიები მზად არის გასახსნელად, მაგრამ სპეციალისტები, რომლებიც აჭურვილობას უნდა მოჰყოლოდნენ, არ ჩავიდნენ და რატომ მოხდა ასე, მისთვის უცნობია.

სკორიკის თქმით, სოხუმის რესპუბლიკური სანიტარულ-ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია შესაძლებლობების ზღვრამდე მუშაობს.

მისი განმარტებით, თუ ივნისში იქ დღეში საშუალოდ 294 ტესტი ტარდებოდა, ივლისის შუა რიცხვებში ეს მაჩვენებელი 528-მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები