ქართველმა ე.წ. კანონიერმა ქურდმა “ბორისპოლის” აეროპორტში პასპორტი შეჭამა და სამშობლოში დეპორტაცია აირიდა
ქართველმა ე.წ. კანონიერმა ქურდმა, ავთანდილ კობეშავიძემ, იგივე “ავთო კოპალამ” უკრაინის “ბორისპოლის” აეროპორტში პასპორტი შეჭამა, რომ მისი დეპორტაცია არ მომხდარიყო.
აღინიშნება, რომ კობეშავიძის დეპორტაცია საქართველოში, და არა რუსეთში უნდა მომხდარიყო, სადაც ის 2019 წლიდან იძებნება.
როგორც მედიას უკრაინის პოლიციაში წყარომ განუცხადა, “ავთო კოპალა” კომპანია YanAir- ის თვითმფრინავით “ბორისპილიდან” ბათუმის მიმართულებით უნდა გაფრენილიყო 07:30 საათზე. მაგრამ, რეგისტრაციის გავლის შემდეგ, კობეშავიძემ საკუთარი პასპორტი შეჭამა და, შედეგად, ქვეყნიდან მისი გაძევების ოპერაცია ვერ შესრულდა”.
მომხდარის გამო, თვითმფრინავი შეაყოვნეს, თუმცა, მოგვიანებით, რეისი მაინც შესრულდა.
რაც შეეხება კობეშავიძეს – მასთან დაკავშირებით შექმნილია იურიდიული კაზუსი, რომლის მიხედვით, ერთი მხრივ, უკრაინელ მებაჟეებს ქვეყანაში შებრუნების შესაძლებლობა აღარ აქვთ, რადგან მას დოკუმენტები არ გააჩნია; მეორე მხრივ, ამავე მიზეზით, სხვა რეისით მისი მესამე ქვეყანაში გაგზავნის შესაძლებლობაც არ არის.