ჩინეთის ქალაქ სუჩჟოუში სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა, კიდევ 9 პირი ამ დროისთვის დაკარგულად მიიჩნევა.
ინფორმაციას ქალაქის მთავრობა ავრცელებს.
სასტუმრო “სიცზი კაიუანი” გუშინ საღამოს ჩამოინგრა, ამ დრომდე დაუდგენელი მიზეზით.
ცნობილია, რომ ნანგრევებში 23 ადამიანი აღმოჩნდა.
ამ დროისთვის, ნანგრევებიდან 14 პირის ამოყვანა მოხერხდა, მათგან ერთი უნებლიედ სახლში დაბრუნდა, 5-ის მდგომარეობა სტაბილურია, 8 დაიღუპა.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.