გივი მიქანაძე: ვნახეთ ექსპერტის პირველადი განცხადებები, რომლითაც ის მიუთითებს, რომ სიკვდილი არ უნდა იყოს გამოწვეული 5 ივლისის მომხდარი მოვლენებით
“ვნახეთ ექსპერტის პირველადი განცხადებები, რომლითაც ის მიუთითებს, რომ სიკვდილი არ უნდა იყოს გამოწვეული 5 ივლისის მომხდარი მოვლენებით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მან გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი მთელი ქვეყნისთვის ტრაგედიაა.
„სისხლის სამართლის საქმე უკვე 20 ადამიანის წინააღმდეგ მიმდინარეობს. მათ ბრალი აქვთ წაყენებული. ჩვენ საზოგადოებას ვეუბნებოდით, რომ თითოეული პირი, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული, მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარდგება და კანონის უმკაცრესი ზომით აგებს პასუხს.
ამ ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩვენ ვხედავთ, რომ შსს-მ მყისიერად გაატარა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკრეტული ქმედებები. ჩატარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელსაც ოჯახის მიერ სანდოობის პრინციპით შერჩეული ჩაერთო. ჩვენ ვნახეთ ექსპერტის პირველადი განცხადებები, რომლითაც ის მიუთითებს, რომ სიკვდილი არ უნდა იყოს გამოწვეული 5 ივლისის მომხდარი მოვლენებით“, – განაცხადა მიქანაძემ.
,,ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა სახლში გუშინ გვიან ღამით გადაასვენეს. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ალექსანდრე ლაშქარავა მედიის იმ წარმომადგენელთაგან ერთ-ერთია, რომელსაც 5 ივნისს ,,თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციაზე სცემეს.