გია ყანჩელის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება
14 ივლისს, 19:30 საათზე, „ახალ თეატრში“ გია ყანჩელის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „გზა ისევ შორია“ – მაესტროს სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ახალი თაობის მუსიკოსების მიერ შექმნილი ორიგინალური პროექტია, გია ყანჩელის მიერ კინოსა და თეატრისთვის შექმნილი მინიატურები – Georgian Six-ის შესრულებით.
მოანწილეობენ: ქეთევან ქართველიშვილი, ირაკლი ტყვაცირია, თორნიკე მერაბიშვილი, სოლიკო გოგილაშვილი, ზვიად მიჩილაშვილი, ვანო დვალიშვილი.
„კონცეპტArt“-ის მოძრავი ფესტივალი „CA Goes to“… 5 ივლისს სტარტს აიღებს და მთელი წლის მანძილზე სხვადასხვა ჟანრის არტისტებსა და პროექტებს გააერთიანებს. „CA Goes to“ ეწვევა თელავს, მუსიკალური გაჩერებები რაჭის რეგიონში, ქუთაისსა და ბათუმშიც იგეგმება.
პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის მხარდაჭერით.