ლევან დავითაშვილი: განცხადებები, რომლებიც გაკეთდა, მათ შორის, პრემიერმინისტრის მხრიდან, 5 ივლისს, მოვლენების განვითარებამდე იყო სიტუაციის დეესკალაციისკენ მიმართული
“ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ განცხადებები, რომლებიც გაკეთდა, მათ შორის, პრემიერმინისტრის მხრიდან, 5 ივლისს, მოვლენების განვითარებამდე, იყო სიტუაციის დეესკალაციისკენ მიმართული”, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მომხდარი პროვოცირებული იყო უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალების მხრიდან და ამის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ განცხადებები, რომელიც გაკეთდა, მათ შორის, პრემიერმინისტრის მხრიდან, 5 ივლისს, მოვლენები განვითარებამდე, იყო სიტუაციის დეესკალაციისკენ მიმართული.
მე ვესწრებოდი მთავრობის სხდომას და უშუალოდ ვარ მონაწილე ამ ფაქტების, თუმცა, სამწუხაროდ, მოხდა ის, რომ პარალელურად მოხდა ძალადობის ფაქტები, რომელიც იყო პროვოცირებული უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალების მხრიდან. ამაზე სრული პასუხისმგებლობით ვსაუბრობ და ამის ბევრი ფაქტი არსებობს”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.