გიორგი ხოჯევანიშვილი: არცერთი პოლიტიკური ძალა, ვინც დღეს ამ მასკარადის მონაწილე იყო, არ ფიქრობს ხალხის პრობლემებზე

“არცერთი პოლიტიკური ძალა, ვინც დღეს ამ მასკარადის მონაწილე იყო, არ ფიქრობს ხალხის პრობლემებზე”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები საკუთარ პოზიციას უახლოეს მომავალში არჩევნების გზით დააფიქსირებენ.

„სამწუხაროდ, არცერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც პარლამენტში არის წარმოდგენილი და ვინც დღეს ამ მასკარადის მონაწილეები იყვნენ, არ ფიქრობს ხალხის საჭიროებებზე, პრობლემებზე, რომლებიც ხალხს აწუხებს. მიგვაჩინია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნების გზით უნდა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია და ეს იქნება უხალოეს მომავალში არჩევნებზე“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები