“კითხვას რაც შეეხება არაფხიზელ მდგომარეობაზე, ჯობს, თვითონ შეაფასოთ კადრები” – მამუკა ჭელიძე გასაჯაროებულ ვიდეოზე
ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება ერთ-ერთ ვერსიად ზედოზირებასაც განიხილავს. ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე მამუკა ჭელიძემ განაცხადა.
უწყებამ გარდაცვლილი ოპერატორის გადაადგილების კადრები გამოაქვეყნა, სადაც ლაშქარავა, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება.
“კითხვას რაც შეეხება არაფხიზელ მდგომარეობაზე, მე მგონი, ჯობს, თქვენ თვითონ შეაფასოთ ვიდეომასალაზე ასახული კადრები. გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს”, – განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.