ოკუპირებულ აფხაზეთში დღეიდან დამატებითი ანტიკოვიდური ზომები ამოქმედდა
ოკუპირებულ აფხაზეთში, ეპიდვითარების გაუარესების ფონზე, დამატებითი შეზღუდვები დღეიდან ამოქმედდა.
კერძოდ, დღეიდან იკრძალება თეატრების, მუზეუმების, ბიბლიოთეკების, კულტურის ცენტრების, საკონცერტო და საგამოფენო დარბაზების მუშაობა.
კულტურის დაწესებულებებმა მუშაობა, ოთხთვიანი კარანტინის შემდეგ, 15 თებერვლიდან განაახლეს.
5 ივლისიდან ოკუპირებულ აფხაზეთში შეზღუდვების ერთი ნაწილი ამოქმედდა. ამ დღიდან აიკრძალა ქორწილები, საზეიმო, სადღესასწაულო, მემორიალური და სხვა მასობრივი ღონისძიებების ჩატარება კვების ობიექტების დახურულ სივრცეებში.