ტელეკომპანია “ტვ პირველი”-ს გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ კიდევ 1 პირი, დავით კუტალაძე დააკავა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, ბრალდებულმა – დ.კ.-მ, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის გადამღებ ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ 1 პირი, 1992 წელს დაბადებული დ.კ. დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, ბრალდებულმა – დ.კ.-მ, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის გადამღებ ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის “ა” და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
5 ივლისს ,,თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართულ აქციას დაპირისპირებები მოჰყვა, რა დროსაც მედიის ათეულობით წარმომადგენელი დაშავდა. გუშინ დილით ,,ტვ პირველის” დაშავებული ოპერატორი, რომელსაც აქციაზე სცემეს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზს ექპერტიზა სწავლობს.