საქართველოში შვედეთის საელჩო: მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება არის დემოკრატიული ფასეულობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია – ვგმობთ ძალადობას
“ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ „ტვ პირველის“ ჟურნალისტის, ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახის, მისი მეგობრებისა და კოლეგების მიმართ”, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
საელჩოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება არის დემოკრატიული ფასეულობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია.
„შვედეთი სრულად უჭერს მხარს კარლ ჰარცელის განცხადებას. ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ „ტვ პირველის“ ჟურნალისტის, ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახის, მისი მეგობრებისა და კოლეგების მიმართ. შვედეთი გმობს ყველა სახის ძალადობას. მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება არის დემოკრატიული ფასეულობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია“, – შვედეთის საელჩო საქართველოში.