მამუკა ჭელიძის თქმით, ალექსანდრე ლაშქარავა გუშინ რამდენიმე ლოკაციაზე გადაადგილდა, ხოლო ფონიჭალის დასახლებაში ორჯერ იყო ჩასული

შინაგან საქმეთა სამინისტროში ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ბრიფინგი გაიმართა, სადაც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა – მამუკა ჭელიძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მისი თქმით: „პირველადი მონაცემებით ალექსანდრე ლაშქარავა, გუშინ რამდენიმე ლოკაციაზე გადაადგილდებოდა მის მეგობართან ერთად, როგორც აღვნიშნეთ მოპედის საშუალებით. მათ შორის იყო საბურთალოს რაიონი, იყო ფონიჭალის დასახლება, ფონიჭალაში იყვნენ ორჯერ ჩასულები, თუმცა ამაზე შეგნებულად არ გვინდა ხაზგასმა იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებას არ დარჩეს წინმსწრებად, შთაბეჭდილება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გარკვეულ ვერსიებს აჟღერებს”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები