მაია ნიკოლეიშვილი: ყველა ნაადრევი დასკვნა სპეკულაცია, ან ფანტაზიაა

“ყველა ნაადრევი დასკვნა სპეკულაცია, ან ფანტაზიაა”, – ამის შესახებ ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერს.

“ძალიან ვწუხვარ ახალგაზრდა ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, თანავუგრძნობ მის ოჯახს და კოლეგებს. ემოციების გარეშე ვიტყვი, როგორც პროფესიონალი: გარდაცვალების მიზეზი დასადგენია, ტრავმასთან მიზეზობრივი კავშირი დასადგენია, შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში დასადგენი იქნება ჩატარებული დიაგნოსტირების და მკურნალობის სისრულე და ადეკვატურობა. დასკვნები მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაკეთდეს!!! ყველა ნაადრევი დასკვნა ფანტაზია და/ან სპეკულაციაა. რაც შეეხება პოლიტიკურ-ემოციურ მდგენელს- ანნუშკამ უკვე დაღვარა ზეთი!!!!!! (მიხეილ ბუგაკოვი.); სცენარი მოქმედებაშია, სცენარი, რომელიც მეორდება და აფრიკული ქვეყნების გამათავისუფლებელი მოძრაობებიდან დაწყებული, დღემდე უცვლელია. როგორ მინდოდა, ჩვენი ქვეყანა არჩევნებამდე მშვიდად მისულიყო”, – წერს ნიკოლეიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები