მეუფე საბა – ოპერატორის გარდაცვალებაზე: ვგმობ ნებისმიერ ძალადობას და სამწუხაროდ, თუ ჩემი წილი არის, როგორც ეკლესიის წილი ამაში, მეც, როგორც ეპისკოპოსი, ვიღებ პასუხისმგებლობას
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება.
“მრცხვენია კიდეც, საერთოდ ოჯახის წევრებს როგორ მივუსამძიმრო, მაგრამ მწუხარების მონაწილე ვარ, ვიზიარებ ტკივილს. ეკლესია ქრისტესი, რომელიც სიყვარულზეა დაფუძნებული, როგორ შეიძლება საერთოდ ერთი სიტყვაც კი, მოწოდების, თუ ნებისმიერი კუთხით გამოიხატოს იმით, რომ… ნებისმიერი ძალადობა არის დასაგმობი. მე ვგმობ ნებისმიერ ძალადობას და სამწუხაროდ, თუ ჩემი წილი არის, როგორც ეკლესიის წილი ამაში, მეც, როგორც ეპისკოპოსი, ვიღებ პასუხისმგებლობას”, – ამბობს ეპისკოპოსი საბა.
ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთია, რომელიც 5-6 ივლისს “თბილისი პრაიდის” ღონისძიებასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების დროს დაზარალდა. ის შესაბამისი მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან ბინაზე გაეწერა. დღეს დილით კი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.